“საქსტატის” მონაცემებით საქართველოში ფასები გაიზარდა

0

produqtiiiსაქსტატის მონაცემებით, 2013 წლის დეკემბერიდან  2014 წლის დეკემბერამდე ინფლაციამ 2% პროცენტი შეადგინა. მონაცემების თანახმად, ყველაზე მეტად სასურსათო პროდუქტები გაძვირდა.

კერძოდ, საქსტატის მონაცემების მიხედვით, ფასები სურსათზე გაიზარდა 2,5 პროცენტით, მნიშვნელოვანი ზრდა დადასტურდა ხილსა და ყურძენზე – 21,2 პროცენტით. ფასები 3,9% ასევე გაიზარდა რძეზე, ყველსა და კვერცხზე. თევზეული კი 3,2 პროცენტით გაძვირდა.

ამასთან, ფასები შემცირდა ზეთსა და ცხიმზე (-1,3 პროცენტი);

4% ზრდა დადასტურდა საყოფაცხოვრებო ნივთებსა და ტექნიკაზე. საქსტატის მონაცემებით, ფასების ძირითად ელექტრონულ ან არაელექტრონულ საოჯახო მოწყობილობებზე გაიზარდა, რამაც ჯამში 9,0 % შეადგინა.