საქართველოში ყველაზე სანდო ინსტიტუტად ეკლესიას მიიჩნევენ

0

eklesiaსაერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 94 პროცენტი ყველაზე სანდო ინსტიტუციად ეკლესიას მიიჩნევს. ეკლესიას სანდოდ არ მიიჩნევს 1 პროცენტი, 5 პროცენტს კი პასუხი არ აქვს. მეორე პოზიციაზეა ჯარი, რომელსაც გამოკითხულთა 93 პროცენტი სანდო ინსტიტუციად მიიჩნევს, 2 პროცენტი სანდოდ არ მიიჩნევს, 5 პროცენტს კი პასუხი არ აქვს.

ნდობის რეიტინგში მესამე ადგილს 84 პროცენტით ქართული მედია იკავებს. მას არასანდო ინსტიტუციად 9 პროცენტი ასახელებს, 7 პროცენტს კი ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს.

სანდოობის მიხედვით, მომდევნო პოზიციები ამგვარი თანმიმდევრობით გადანაწილდა: პოლიცია, მთავრობა, პარლამენტი, პრემიერ–მინისტრის ოფისი, პრეზიდენტის ოფისი, განათლების სისტემა, სასამართლო, ცენტრალური საარჩევნო კომისია, პროკურატურა, ეროვნული ბანკი, ადგილობრივი თვითმმართველობა, სახალხო დამცველის ოფისი, პოლიტიკური პარტიები.

რეიტინგში ბოლო ადგილს გუბერნატორების ინსტიტუტი იკავებს. მას სანდოდ 32 პროცენტი ასახელებს, 36 პროცენტს უარყოფითი პასუხი აქვს, ხოლო 32 პროცენტს პასუხი არ აქვს.

IRI-მ გამოკითხვა 2014 წლის 19 თებერვლიდან 13 მარტამდე ჩაატარა. გამოკითხვაში 18 წელს გადაცილებულმა 3 992 მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა.

სხვა ახალი ამბები: