საქართველოში შავი პომიდვრის ჯიშის შემოტანას თურქი ფერმერები გეგმავენ

0

pamidoriუახლოეს მომავალში საქართველოში შავი პომიდვრის ჯიში შემოვა. ახალი პომიდვრის შემოტანა თურქი აგრონომის იდეაა, რომელიც ქართული პომიდვრივს გასინჯვის შემდეგ გაუჩნდა.

მისი თქმით, შემოიტანენ ორგანულ ტორფს, რომელიც  უცხოეთიდან ჩამოაქვთ.

„ტორფით ვანოყიერებთ  ბადრიჯნის, ბულგარული წიწაკის, სალათის ჩითილებსაც. მალე შავი პამიდვრის ჯიშს შემოვიტანთ. თესლი ისრაელში შევიძინეთ. დამერწმუნეთ, ჩვენებურ პამიდორზე არანაკლებ გემრიელია. ჩვენმა თურქმა აგრონომმა გვითხრა, ჭოპორტის პამიდორი რომ შევჭამე და მისი გემო გავიგე, იმიტომაც გადავწყვიტე შავი პამიდვრის შემოტანა, აქაურებს იმაზე ნაკლებად არ მოეწონებათო’’,- აცხადებს სათბურის მენეჯერი მალხაზ სირბილაძე.