საქართველოში შესაძლოა კიდევ ერთმა მუსიკალურმა ფესტივალმა “კუბანამ” გადმოინაცვლოს

0

kubana,,კაზანტიპის” შემდეგ საქართველოში შესაძლოა კიდევ ერთმა ცნობილმა მუსიკალურმა ფესტივალმა გადმოინაცვლოს. რუსული მედიის ცნობით, რუსეთში ერთერთი ყველაზე პოპულარული ფესტივალი „კუბანა“ კრასნოდარის ოლქში, შავი ზღვის სანაპიროზე წელს, 14–19 აგვისტოს ბოლოჯერ გაიმართება, თუმცა ორგანიზატორები არ გამორიცხავენ, რომ ანალოგიური ღონისძიება საქართველოში გაიმართოს.

„საქართველო – ერთმნიშვნელოვნად დიახ“– ასე უპასუხა „კუბანას“ პროდიუსერმა ილია ოსტროვსკიმ ონლაინ–კონფერენციის დროს დასმულ შეკითხვაზე: შესაძლებელია თუ არა ასეთი ფორმატის ფესტივალის ჩატარება მეზობელ ქვეყანაში, მაგალითად აფხაზეთში ან საქართველოში?

როგორც „კუბანას“ ორგანიზატორები აცხადებენ, კრასნოდარში ფესტივალის გამართვაზე უარის თქმა პოლიტიკური ვითარების გამო მოუხდათ. მათი თქმით, ბევრმა მუსიკოსმა, მათ შორის ჯგუფებმა კანადიდან, ამერიკიდან და შვედეთიდან ფესტივალში მონაწილეობაზე უარი თქვა.

რუსული მედიის მტკიცებით, მუსიკოსებმა გადაწყვეტილება უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე მიიღეს.

ცნობისათვის, წელს საქართველოში უკრაინიდან უკვე გადმოვიდა პოპულარული მუსიკალური ფესტივალი „კაზანტიპი“, რომელიც ანაკლიაში 20-30 აგვისტოს გაიმართება.

 

სხვა ახალი ამბები: