საქართველოში წითელას დაავადება ვრცელდება

0

521317_492911384109050_1911403699_nბოლო მონაცემებით, წითელას დაავადების კიდევ 16 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზეა აღნიშნული, სულ საქართველოში წითელას 366 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან _ 308 თბილისში. დაავადებულთაგან 127 ჰოსპიტალიზირებული იყო.
გამოვლენილ შემთხვევების უმეტესობა 20-29 წლის ასაკობრივ ჯგუფზე მოდის და 146-ს შეადგენს. შემდეგი გავრცელების ჯგუფი 30 წელს ზემოთ ასაკის პირები არიან, სადაც დაავადების 87 შემთხვევაა გამოვლენილი. დაავადების შემთხვევების რაოდენობა მატულობს 1-დან 4 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში და 40-ს შეადგენს. 15-დან 19 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში კი წითელათი 33 მოზარდი დაავადდა. დაავადება 0-1 წლამდე ასაკობრივ ჯგუფშიც ფიქსირდება და 19-ს შეადგენს.
დაავადებათა კონტროლის ცენტრში აცხადებენ, რომ წითელას შემთხვევების მატება თებერვლის თვის ბოლოდან შეინიშნება. დაავადების გამოვლენა შემდგომი 2-3 თვის განმავლობაში კიდევ მოხდება და წელს საქართველოში წითელას ასეულობით შემთხვევა დაფიქსირდება. აღნიშნულის მიზეზად 2008 წელს წითელას იმუნიზაციის ჩაშლას ასახელებენ.
გასულ წელს სულ ქვეყანაში წითელას 31 შემთხვევა იყო აღრიცხული. ზოგადად ბოლო წლებში კი წითელას შემთხვევების რაოდენობა 40-60 ერთეულს არ აღემატებოდა.
შემთხვევების მატების გამო დაავადებულებთან კონტაქტში მყოფი 6 თვიდან 30 წლამდე ასაკის პირების, ასევე 1-7 წლამდე პატარების უფასო სავალდებულო ვაქცინაცია მიმდინარეობს.
წითელას დაავადებას ცხელება, მე_4-5 დღეს კი გამონაყარი ახასიათებს. გართულების შემთხვევაში დაავადებამ შესაძლოა პაციენტის სიკვდილიც გამოიწვიოს.
წითელას გადატანის ან ვაქცინაციის შემთხვევაში ადამიანს დაავადებაზე მყარი იმუნიტეტი უყალიბდება.

სხვა ახალი ამბები: