ახალი შეთავაზება: ჭირისუფალს გარდაცვლილის დაკრძალვა განვადებით შეეძლება

1

ovwrruuსარიტუალო მოსახურების კომპანია „თბილბიურო“ პირველად საქართველოში მომხმარებელს, განვადებით დაკრძალვას სთავაზობს. როგორც რადიო „კომერსანტს“ კომპანიის დირექტორმა, კოკა სართანიამ განუცხადა, ეს გადაწყვეტილება რამდენიმე ისეთი შემთხვევის შემდეგ მიიღეს, როდესაც ადამიანი მოულოდნელად გარდაიცვალა, ოჯახს კი, მისი დაკრძალვისთვის აუცილებელი სახსრები არ გააჩნდა.

„ეს მომსახურება ერთი თვის წინ დავიწყეთ. განვადების რამდენიმე შემთხვევა უკვე იყო. საზოგადოების დიდმა ნაწილმა ამის შესახებ ჯერ არ იცის, რომ გაიგეგენ, მათი რაოდენობა უკვე გაიზრდება. ნამდვილად საჭირო შეთავაზებაა“, – განაცხადა სართანიამ.

მისი განცხადებით, 0%-იანი განვადება კომპანიის პარტნიორ ბანკთან კეთდება, კომპანია კი, ბანკს თითოეულ დამტკიცებულ განვადებაზე, ღირებულების 4 %-ს უხდის. რაც შეეხება დაკრძალვის ღირებულებას, სართანია განმარტავს, რომ ეს რამდენიმე სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული. სრული მომსახურების საშუალო ფასი კი– 4000 ლარია. აღნსანიშნავია, რომ ამ ღირებულებაში ქელეხის ხარჯებიც შედის.

სხვა ახალი ამბები: