საქართველოში ხვალ პოლიციის დღე აღინიშნება

0
newsპოლიციის დღესთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სხვადასხვა ღონისძიებების გამართვას გეგმავს.
შსს_ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხვალ პოლიციელის ახალი ფორმის,სამხრე ვიდეოკამერის, ახალი ჟეტონის, ავტომანქანების, ავტომანქანების ვიდეორეგისტრატორის და ახალი ვებგვერდის პრეზენტაცია მოხდება.
ხვალვე იგეგმება მობილური აპლიკაციის პრეზენტაცია. პოლიციის დღეს ასევე დაჯილდოვნებიან პოლიციელები, დედაქალაქის მასშტაბით სულ 50 პოლიციელი დაჯილდოვდება, რეგიონებში კი სამხარეო სამმართველოების უფროსები ადგილობრივ პოლიციელებს დააჯილდოებენ.
სიახლეების პრეზენტაცია კახეთის გზატკეტილზე მდებარე შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში და მიმდებარედ მოხდება. პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, სხვადასხვა ქვეყნებიდან მოწვეული დელეგაციები და დიპლომატიური კორპუსი დაესწრება.
აღდგომის დღესასწაულის გამო პოლიციის დღე საქართველოში წელს 6 მაისის  ნაცვლად 19 მაისს აღინიშნება.

სხვა ახალი ამბები: