საქართველოში 15 ივნისი გლოვის დღედ გამოცხადდა

0

ED856FDC-C91E-471D-BF06-9F6F92045087_mw1024_n_sსაქართველოში 15 ივნისი გლოვის დღედ გამოცხადდა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა კრიზისების მართვის საბჭოს სხდომაზე განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ამისთვის უკვე არის მზად საქართველოს მთავრობის განკარგულება.

“სამწუხაროდ, გვყავს ჩვენ დაღუპულები და მინდა მივუსამძიმრო მათ ოჯახებს საქართველოს მთავრობის სახელით. ძალიან დიდი ტრაგედიაა და მინდა გლოვის დღედ გამოვაცხადოთ. ამისთვის უკვე არის მზად საქართველოს მთავრობის განკარგულება. 13-14 ივნისს თბილისში მომხდარ სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა პატივსაცემად, საქართველოში 15 ივნისი გლოვის დღეს გამოცხადდება”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, თბილისში წუხანდელმა სტიქიამ 15 ადამიანი იმსხვერპლა, უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება 24.