“საქართველო დევნილთა მხარდაჭერისათვის” მორიგ ჰუმანიტარულ აქციას იწყებს

0

11088347_10200502492722678_2833294984762467584_n„საქართველო დევნილთა მხარდაჭერისათვის“ მორიგ ჰუმანიტარულ აქციას იწყებს, ამის შესახებ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა დალილა ხორავამ განაცხადა. მისი ინფორმაციით მედიკოსთა ჯგუფი, რომელიც სხვადასხვა პროფილის ექიმებითაა დაკომპლექტებული, თბილისიდან 24 აპრილს გავა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლესიჭინეში სამედიცინო პროფილაქტიკურ გამოკვლევებს ჩაატარებს.

„ჩვენი მორიგი ჰუმანიტარული აქცია, 25 აპრილს ჩხოროწყუში, კერძოდ სოფელ ლესიჭინეში გაიმართება, ჩვენი მედიკოსთა ჯგუფი, რომლებიც სხვადასხვა წამყვანი კლინიკებიდან დავაკომპლექტეთ, მათ შორის 9 მედიცინის მეცნიერებათა დოქტორია. გამოვიკვლევთ ათასამდე ბენეფიციარს, რომელთაგან სამასამდე ბავშვია“ – განაცხადა დალილა ხორავამ „აქციის ფარგლებში ბენეფიციარებს დაურიგდებათ ჰუმანიტარული დახმარება და მედიკამენტები“ – დასძინა ხორავამ.

არასამთავრობო ორგანიზაცია, „საქართველო დევნილთა მხარდაჭერისათვის“ 2010 წელს დაფუძნდა და ორგანიზაციამ უკვე რამდენიმე ფართომასშტაბიანი სამედიცინო პროექტი განახორციელა, რომლიც დროსაც მონაწილეები ექიმები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ სპეციალური სიგელები გადასცა.