საქართველო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას 27 ივნისს მოაწერს ხელს

0

georgia_01საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას 27 ივნისს მოაწერს ხელს.

ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპის საბჭოს პრეზიდენტ ჰერმან ვან რომპეისთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

“ჩვენთვის დიდი პატივია ეს ვიზიტი. ეს ვიზიტი ადასტურებს, რომ ევროკავშირი გვერდში უდგას საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში. მინდა გაცნობოთ, რომ დღეს მივიღეთ დასტური იმის თაობაზე, რომ საქართველო ხელს მოაწერს ასოცირების ხელშეკრულებას 27 ივნისს”, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

სხვა ახალი ამბები: