საქართველო 27 თებერვლის მოლოდინში: Top Dj-ების გრანდიოზული პროექტი იწყება

0

11003018_971684372849355_1978441348_oმსოფლიოში აღიარებული Top DJ-ების მონაწილეობით საქართველოში ელექტრონული მუსიკის განვითარებისთვის გრანდიოზული პროექტი იწყება.საქართველოს კულტურის პალატა, ქართველი ახალგაზრდების თხოვნით გრანდიოზული მუსიკალური პროექტის განხორციელებას იწყებს, რომლის მიზანია ელექტრონული მუსიკის პოპულარიზაცია საქართველოში და ამ ჟანრის მსმენელებისთვის ხარისხიანი მუსიკის შეთავაზება.საქართველოს კულტურის პალატის გრძელვადიანი პროექტის ფარგლებში დაგეგმილია მსოფლიოში აღიარებული Top DJ-ების ჩამოყვანა საქართველოში.

11004306_971684536182672_863905309_nქართველი მსმენელისთვის ,,Club Underwheel’’ -ში 27 თებერვალს TV Noise, 14 მარტს Chris Lake, 3 აპრილს Oliver Nelson დაუკრავენ. ასევე, დაგეგმილია სხვადასხვა სახის აქტივობები, მათ შორის ჩატარდება წამახალისებელი ვიდეო კონკურსი, რომლის გამარჯვებული საჩუქრად მიიღებს iphone 6-ს. ორიგინალური ვიდეოს ავტორს კი სპეციალური პრიზი გადაეცემა.მონაწილეებისათვის კონკურსის პირობების გაცნობა საქართველოს კულტურის პალატის Facebook გვერდზე 16 თებერვლიდან იქნება შესაძლებელი.

გამარჯვებულებს ორგანიზატორები 27 თებერვალს, Club Underwheel-ში დააჯილდოვებენ.პროექტში ჩართულნი არიან სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი და საქართველოში არსებული უმაღლესი სასწავლებლების თვითმმართველობები.

სხვა ახალი ამბები: