საქველმოქმედო აქცია ფოთში

0

960062_169699213193659_611807633_nფოთის ცენტრალურ საავადმყოფოში მაჟორიტარი დეპუტატის ეკა ბესელიას,საქართველოს ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის და კლინიკური საავადმყოფოს ერთობლივი საქველმოქმედო აქცია ჩატარდა.კიბოს პრევენციის მიზნით იძულებით გადაადგილებულ პირებს და ადგილობრივ მოსახლეობას უფასო კონსულტაციები და გამოკვლევები ჩაუტარდათ.

გამოკვლევებს ონკოლოგიის ცენტრის წამყვანი სპეციალისტები ცენტრის დირექტორის ,პროფესორ რეზო გაგუას ხელმძღვანელობით უძღვებოდნენ.მსოფლიო სტატისტიკის მიხედვით,ყოველწლიურად 12 მილიონი ახალი კიბოთი დაავადებული და 6 მილიონი ლეტალური შემთხვევა ვლინდება.საქართველოში კი ყოველწლიურად კიბოს 7 ათასამდე ახალი შემთხვევა ფიქსირდება. დღეს, კლინიკურ სავადმყოფოში 1000-ზე მეტმა მოქალაქემ გაიარა კონსულტაცია.

მაჟორიტარი დეპუტატი ეკა ბესელია პირადად გაეცნო მიმდინარე პროცესებს.მან მადლობა გადაუხადა თითოეულ სპეცილისტს ასეთი კეთილი საქმისთვის და აღნიშნა,რომ მსგავსი აქცია ერთჯერადი არ იქნება და იგი მომავალშიც გაგრძელდება.

http://momavlisxma.hol.es

სხვა ახალი ამბები: