საქველმოქმედო აქცია ფოცხო-ეწერის დევნილთა დასახლებაში

0

focxoაფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობის ინიციატივით, დღეს წალენჯიხის რაიონის, სოფელ გოცხო-ეწერში ჩასახლებულ დევნილებს საერთო სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდათ. დევნილებმა სწორედ ამის გამო დიდი კმაყოფილება გამოხატეს და აღნიშნეს, რომ ასეთი სახის აქციები მათთვის ძალიან მნიშვნელობანია.

“ჩვენთვის ასეთი სახის აქციები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც სიმართლე გითხრათ არ გვაქვს იმის საშუალება, რომ ექომს მივაკითხოთ და გამოკვლევა ჩავიტაროთ თუნდაც წელიწადში ერთხელ. დიდი მადლობა აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წარმოამადგენლობას დღევანდელი დღისთვის. იმედია მსგავსი სახის აქციები კიდევ მრავალჯერ განხორციელდება,”-აცხადებს დევნილი გალის რაიონიდან მარინა ღუბელაძე.

“ჩვენ მსგავსი სახის აქციებს რათქმაუნდა ხშირად განვახორციელებთ და ყველა კომპაქტურად ჩასახლებულ ობიექტში. ჩვენი მიზანია დევნილებს ხელი შეუწყოთ, რომ მათი ცხოვრების პირობები უფფო მეტად შემსუბუქდეს. მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო დაბა ჯვარის პოლიკლინიკის დირექტორს ბატონ გოჩა ლიპარტიას, რომელმაც დღეს პარტნიორობა გაგვიწია და მათთან ერთად განვახორციელეთ დევნილთა სამედიცინო შემოწმება. მომავალში დევნილები ჩვენგან მიიღებენ უფასოდ მედიკამენტებსაც და სხვა სახის დახმარებებს, რომელიც მათ სჭირდებათ. ამას დავპირდი პირადად მე და რათქმაუნდა შევასრულებ კიდევაც,”-აცხადებს საინფორმაციო სააგენტო smo.ge-სთან საუბარში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენელი სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში ოთარ გოგოხია.

სხვა ახალი ამბები: