საშემოდგომო სესიაზე საპარლამენტო უმცირესობას კიდევ რამდენიმე დეპუტატი დატოვებს

0

parlamentiსაშემოდგომო სესიაზე საპარლამენტო უმცირესობისა და “ნაციონალური მოძრაობის” რიგებს ორი ბიზნესმენი, კობა ნაყოფია და დავით ბეჟუაშვილი დატოვებს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს ინფორმირებულმა წყარომ აცნობა. გარდა ამ ოროი დეპუტატისა შესაძლოა საპარლამენტო უმცირესობის რიგები კიდევ რამდენიმე დეპუტატმა დატოვოს, რომლებიც მომავალში ერთ დიდ ფრაქციას შექმნიან.

ბიზნესმენი კობა ნაყოფია საპარლამენტო უმცირესობიდან მისი სავარაუდო წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს, თუმცა აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე მსგავსი არაფერი ხდება. თუ რაიმე სამომავლოდ დაიგეგმა ამის შესახებ ბიზნესმენი საჯაროდ განაცხადეს.

საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს სანდო წყაროს ცნობით ახალ ფრაქციას, რომელსაც “ნაციონალებიდან” წამოსული საპარლამენტო უმცირესობის უკვე ყოფილი წევრები შექმნიან, სათავეში პარლამენტარი მარიკა ვერულაშვილი ჩაუდგება. ამავე ფრაქციაში გაერთიანდებიან ის მაჟორიტარებიც, რომლებმაც “ნაციონალური მოძრაობა” დატოვეს.

სხვა ახალი ამბები: