საშობაო ალილო ფოთში

0

10270620_945174675495513_1206637561030566378_nქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურიამ, საკრებულოს წევრებმა და მერიის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლემა ჩვენს ქალაქში გამართულ საშობაო ალილოს ტრადიციულ მსვლელობაში მიიღეს მონაწილეობა. მსვლელობა ანდრია პირველწოდებულის ტაძრიდან დაიწყო, რომელსაც სასულიერო პირები და სტიქაროსნები მიუძღოდათ.

1530323_945174472162200_6642654889261697076_n10489858_945174322162215_6075391322198618827_n10370969_945174282162219_6257239944571023826_nალილოს მონაწილეები გალობით გაემართნენ ცენტრალური საკატედრო ტაძრისაკენ .გზადაგზა მათ ქალაქის მაცხოვრებლებიც შეუერთდნენ. ტრადიციისამებრ, ალილოს მსვლელობისას შეგროვდა ტკბილეული და საშობაო ნობათი, რომელშიც წვლილი საკრებულომ და მერიამაც გაიღო. ნობათი შემდგომ სოციალურად დაუცველებს გადაეცემათ.

საკრებულოს თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ მიულოცა თანაქალაქელებს შობის ბრწყინავლე დღესასწაული და აღნიშნა, რომ ეს ლამაზი საშობაო რიტუალი მომავალში უფრო მაშტაბურ სახეს მიიღებს და ტრადიცია გაგრძელდება. საზეიმო მსვლელობა საკათედრო ტაძარში დასრულდა.