საშობაო ძღვენი სოციალურად დაუცველებისთვის სამეგრელოს პირველმა პირებმა გაიღეს

0

10649682_376082109236416_9114099449829419319_nზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო და საკრებულოს აპარატი, ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, მხარის გუბერნიამ და ქალაქის საკრებულოს აპარატმა და მერიამ საშობაო ალილოზე შეგროვილი ძღვენი ზუგდიდში მცხოვრებ, სოციალურად დაუცველ ოჯახებს და ობოლ ბავშვებს გადასცეს. საშობაო ალილოზე მონაწილეობა მხარისა და მუნიციპალიტეტის პირველმა პირებმა მიიღეს მონაწილეობა.

984262_376082039236423_1723073261524011453_n10897806_376081949236432_7429326836502292272_n10898017_376082332569727_8000295125939729273_n“უშუალოდ ალილოს მსვლელობა წელს არ ჩატარდა,თუმც ამის მიზეზი არ ყოფილა რაიმე სუბიექტური ფაქტორი. შეცვლილი კლიმატური პირობებისა და მოსალოდნელი უფრო მძიმე ამინდის გამო ეპარქიის მღვდელმთავარი გაუფრთხილდა თავის სამწყსოს. ალილოს მთავარი დედაარსი შესაწირავის გაღება და ადამიანების დახმარებაა, ამ თვალსაზრისით ღონისძიება ჩატარდა და გაგრძელდება ხვალ, ზუგდიდ-ცაიშის ეპარქიისა და ადგილობრივი ხელისუფლების ერთობლივი კონცერტ-აქციით, რომელიც გაიმართება ი.ქ.კ. კულტურის სახლში 18.00 საათზე”- ამის შესახებ სოციალურ ქსელში მცირე განმარტება ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ მერაბ ქვარაიამ გაკეთა.

ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის ზუგდიდის საკათედრო ტაძრის დეკანოზ მალხაზ ჭანტარიამ, მეუფე გერასიმეს ლოცვა-კურთხევით, ჯანმრთელობის პარაკლისი გადაიხადა. მრევლს შესასწირავი ტაძარში მიაქვს, რომელსაც მოგვიანებით სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადასცემენ

სხვა ახალი ამბები: