საცეკვაო სცენები, კაფე-ბარები და კარვების ქალაქი “კაზანტიპის რესპუბლიკაში”

0

Cazan-Cover-500x261“კაზანტიპამდე” ორი კვირით ადრე ანაკლიაში ფესტივალის მოსამზადებელი სამუშაოები აქტიურ ფაზაში შედის. სოფელ განმუხურის ტერიტორიაზე
შენდება რამდენიმე ბარი. ესენია: “GnedZdo bar”, “Sprit”, “Zapravka Bar”, “Tarelka i Reaqtor”. საფესტივალო ტერიტორიაზე ეწყობა სამი მთავარი სცენისთვის საჭირო კონსტრუქციებიც. კერძოდ, “Main Stage” – რესპუბლიკა კაზანტიპის ძირითადი საცეკვაო სცენაა ამფითეატრით; “Befooz – Z21″-ის სეზონის საკულტო საცეკვაო სცენაა, ხოლო” Invite Stage” – აკვაპარკისა და საცეკვაო მოედნის სიმბიოზი და ყველა ტრადიციული ღონისძიება, როგორიცაა საპნის ბუშტების დღეები და საქორწილო ცერემონიები, სწორედ აქ ჩატარდება.

რაც შეეხება კარვების ქალაქს, გვირილის ფორმის კარვები დასამზადებლად უკვე შეკვეთილია და კაზანტიპის რესპუბლიკაში სულ მალე ჩამოვა.

“კაზანტიპის” ორგანიზატორები ამბობენ, რომ რესპუბლიკის სტუმრებს უამრავი ახალი ადგილი და სიურპრიზი ელით. კაზანტიპი ანაკლიაში 20-დან 30 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება.

სხვა ახალი ამბები: