სახალხო დამცველი პატიმარ გოგა ძველაიას გარდაცვალებაზე განცხადებას ავრცელებს

0

uchaსახალხო დამცველის განცხადებაში ნათქვამია, რომ სახალხო დამცველის აპარატმა პატიმარ გოგა ძველაიას გარდაცვალების ფაქტის შესწავლა ინფორმაციის გავრცელების მომენტიდან, 2013 წლის 8 ოქტომბრიდან დაიწყო. იმავე დღეს, სახალხო დამცველის რწმუნებულები იმყოფებდონენ ქუთაისის ნომერ მეორე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი, დაწესებულებაში არსებული ყველა ტიპის დოკუმენტაცია. ამჟამად მიმდინარეობს დამატებითი ინფორმაციის მოძიება. საქმის შესასწავლად, მნიშვნელოვანია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ოფიციალური დასკვნა, რომელიც ჯერ არის დასრულებული.

გიორგი ძველაიას გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება. მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება წარიმართოს დროულად და ეფექტურად. სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ გამოძიების დამოუკიდებლობისათვის საქმე პროკურტატურამ უნდა გამოიძიოს.

სახალხო დამცველი ყურადღებით დააკვირდება გამოძიების მიმდინარეობის პროცესს, დასრულებისთანავე გაეცნობა სასამართლო ექსპერტიზის დასკვნას და გამოაქვეყნებს საკუთარ შეფასებას აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით.

ცხადია, თითოეული პატიმრის გარდაცვალება, მითუმეტეს არასრულწოვნის ტრაგედიაა, სახელმწიფოს მართებს ვალდებულება დაიცვას მათი სიცოცხლე და უსაფრთხოება სასჯელაღსრულების სისტემაში.

სახალხო დამცველი და მისი აპარატი არც ერთ ასეთ ფაქტს არ ტოვებს უყურადღებოდ და საკუთარი მანდატის ფარგლებში ახორციელებს ასეთი ფაქტების შესწავლას, რათა არც ერთი შეკითხვა არ დარჩეს პასუხგაუცემელი და თითოეულ ამგვარ ფაქტზე დადგინდეს ჭეშმარიტება.

2010-2011 წლებში სასჯელაღსრულების სისტემაში 142 და 140 პატიმარი გარდაიცვალა, ხოლო 2012 წელს – 67 პატიმარი. `ცხადია, ძნელია თითეული ოჯახის ტრაგედია და ტკივილი ციფრებში გადმოსცე, მაგრამ საზოგადოებას არ ახსოვს გასულ წლებში სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი პირების მოწოდებები კონკრეტული სიკვდილობის ფაქტების დროულ და ეფექტურ გამოძიებაზე. გასულ წლებში ქვეყნის პირველი პირი რომ დაინტერესებულიყო ზემოაღნიშნული სტატისტიკით და ეზრუნა სიტუაციის გაუმჯობესებაზე, შესაძლოა საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში ვითარება გამოსწორებულიყო, არ მომხდარიყო ის საშინელი წამების ფაქტები, რომელთა გამოც დღეს 12 პირი პასუხიგებაშია მიცემული და სასჯელს იხდის, მრავალი პატიმრისათვის აღმოეჩინათ დროული სამედიცინო დახმარება და მინიმუმადე დაეყვანათ სასჯელაღსრულების სისტემაში სიკვდილობის მაჩვენებელი, _ ნათქვამია უჩა ნანუაშვილის განცხადებაში.

სხვა ახალი ამბები: