სახალხო მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი რუს საზოგადო მოღვაწეებს მიმართავს

0

farcvaniaსამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის სახალხო მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, პროფესორი ვახუშტი ფარცვანია რუს მეცნიერებს და ხელოვანებს მიმართავს და მოუწოდებს ხმა აიმაღლონ რუსი პოლიტიკოსების წინაარმდეგ.

ფარცვანია აცხადებს, რომ უდიდესი ტრაგედიის, ტკივილის და ხალხებს შორის გაუცხოების მომცვლელია რუსი პოლიტიკოსების ქმედება საქართველოს სახელმწიფოსადმი. მისვე თქმით, სადემარკაციო ხაზმა და მცოცავმა ანექსიამ ყველა ზღვარს გადააჭარბა.

„მივმარტავ ჩემს რუს კოლეგა-მეცნიერებს, მეგობარ ხელოვან და საზოგადო მოღვაწეებს, რომ აიმაღლონ ხმა მათი პოლიტიკოსების უშინაარსო ქმედებების წინააღმდეგ და მათ კიდევ ერთხელ სეახსენონ, რომ არასოდეს იყვნენ დაპირისპირებული რუსი და ქართველი მართლმადიდებელი ხალხი ერთმანეთთან . ცვენს ისტორიულ ურთიერტობებს ნუ აყენებენ სეურაცხყოფას და ხელს ნუ გვიშლიან ჰარმონიულ თანაცხოვრებასში“, აცხადებს ვახუშტი ფარცვანია.

მისივე განმარტებით, რუსი საზოგადო მოღვაწეეობისადმი მისი მიმართვა ითარგმნება რუსულ ენაზე და გავრცელდება სხვადასხვა სოციალური ქსელების საშუალებით.

სხვა ახალი ამბები: