სახელმწიფოს მიერ გაცემული ბინის ქირა და პრემიები ნაზი არონიას სასარგებლოდ

0

aroniaსახელმწიფო აუდიტის საქმიანობის შემსწავლელმა დროებითმა კომისიამ, დასკვნა პარლამენტში წარადგინა. დასკვნის მიხედვით ირკვევა, რომ 2008-2012 წლებში, კონტროლის პალატის თავმჯდომარის კაბინეტსა და ადმინისტრაციულ პერსონალზე, დიდი ოდენობით პრემია გაიცემოდა.

2012 წელს, აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელ 10 პირზე,  347 ათას 22 ლარი, ხელფასის 105%-ი გადაირიცხა. მათ შორის გენერალური დირექტორის პირველ მოადგილეს, შოთა თარხნიშვილს 48 ათასი ლარი, გენერალური აუდიტორის მოადგილეს, გიორგი ლაცაბიძეს – 39 ათას 425 ლარი ჩერიცხათ. შედარებით დაბალი თანამდებობის პირებს კი  37, 36, 34, 32, 30 და 28 ათასლარიანი პრემიები.

ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტების აუდიტის დეპარტამენტის უფროსს, ნაზი არონიას,  მაისსა და ივლისში, 2200-2200 ლარის ოდენობის პრემია დაერიცხა. აღსანიშნავია, რომ ივლისში იგი კუთვნილ შვებულებაში იმყოფებოდა, პრემია კი “სანიმუშო თანამშრომლობისთვის” მიიღო. გარდა ამისა, ნაზი არონიას სახელმწიფომ 4500 ლარის ოდენობის ბინის ქირა გადაუხადა.

უწყებაში, 6 წლის განმავლობაში, დაახლოებით 60 მლნ.ლარია დახარჯული. აქედან ხელფასებზე – 22,7 მლნ.ლარი, პრემიებზე – 6,9 მლნ.ლარი, შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურებაზე – 2,6 მლნ, მივლინებებზე – 1,1 მლნ, პირადი მომსახურების ტრანსპორტის შენახვაზე – 1,8 მლნ. ლარი, წარმომადგენლობით ხარჯებზე – 879 ათასი ლარი, რემონტზე, ავეჯსა და ტრანსპორტის შეძენაზე კი 18,2 მლნ. ლარი.

 

 

 

 

სხვა ახალი ამბები: