სახელმწიფო პროგრამა “აწარმოე საქართველოში” პრეზენტაცია სამეგრელოში (VIDEO)

0

prezentaciaaდღეს ზუგდიდში, სამეგრელოს გუბერნიის ადმინისტრაციაში ადგილობრივი ბიზნეს სექტორისათვის სახელმწიფო პროგრამის “აწარმოე საქართველოში” პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციაზე დეტალურად განიხილეს სახელმწიფო პროგრამის მიმართულებები, კონკრეტული სექტორები და ის პირობები, რომლითაც მთავრობა ხელს უწყობს ახალი საწარმოების შექმნას და ადგილობრივი პროდუქციის წარმოების განვითარებას.

დღევანდელ ღონისძიებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი და სამეგრელოს გუბერნატორი ლევან შონია ესწრებოდნენ. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ასევე სოფლის მეორნეობის სამინისტროსა და პროგრამაში მონაწილე კომერციული ბანკების წარმომადგენლები.

“აწარმოე საქართველოში” არის სისტემური რეფორმატორული პროგრამა, რომლის ძირითადი მიზნებია საქართველოში მეწარმეობის ხელშეწყობა; ადგილობრივი წარმოების სტიმულირება – განსაკუთრებით ეკონომიკურად ნაკლებად განვითარებულ რეგიონებში; ახალი საწარმოების ამუშავება; ახალი სამუშაო ადგილების შექმნა; საექსპორტო პოტენციალის გაზრდა.

აღსანიშნავია, რომ სამთავრობო პროგრამა “აწარმოე საქართველოში” მომზადდა უშუალოდ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით. ამავე დროს, ეს არის ერთიანი გუნდის სამთავრობო პროგრამა და მისი ეფექტიანი განხორციელება თითოეული სამთავრობო უწყების სკრუპულოზურ მუშაობაზე არის დამოკიდებული. ამ პროგრამის უშალოდ განმახორციელებელი უწყებები გახლავთ ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროები.

დღეს საქართველო ბიზნესის წამოწყების სიმარტივის კუთხით მსოფლიო ათეულშია, თუმცა ახალი ბიზნესის სიცოცხლისუნარიანობის ციკლი ხანგრძლივი და პროდუქტიული არ არის.

პროგრამის მიმართულებების განსაზღვრა მოხდა მთავრობის მიერ ჩატარებული კვლევების საფუძველზე, რომელიც ითვალისწინებდა მონაცემთა ანალიზს, მეწარმეების გამოკითხვას და ექსპერტების ჩართულობას.პროგრამის ბიუჯეტია 46 მლნ ლარი. აქედან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება-გადამუშავებაზე  დაიხარჯება 30 მლნ ლარი, ინდუსტრიული პროდუქციის წარმოებაზე კი  16 მლნ ლარი.

სხვა ახალი ამბები: