სახიფათო სექსი: სენაკის პოლიციამ ტაქსის მძღოლის გარდაცვალების საქმე გახსნა

0

previewსენაკის პოლიცია ერთ უჩვეულო ამბავს იძიებს. პოლიციის თანამშრომლებმა სენაკის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე მანქანაში გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს. როგორც საინფორმაციო სააგენტო smo.ge-მ შეიტყო მამაკაცი, რომელიც ტაქსის მძღოლი იყო პარტნიორ ქალთან მანქანაში სექსით ერთობოდა. მამაკაცი სწორედ ამ დროს გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილიდან გაიქცა პარტნიორი ქალი და ორი დღის განმავლობაში მიმალვაში იმყოფებოდა.

სენაკის პოლიციაში აღნიშნულ ფაქტს ადასტურებენ, თუმცა ამ ფაქტზე კომენტარს არ აკეთებენ. გარდაცვლილი მამაკაცის პარტნიორი ქალი დაიკითხა და მან გაქცევის მიზეზად შიში დაასახელა. მისივე ინფორმაციით პარტნიორი მამაკაცი ხშირად იყენებდა ვიაგრას. ტაქსის მძღოლის გარდაცვალების მიზეზიც სწორედ წამლის გადამეტებული დოზის მიღება გახდა.

სხვა ახალი ამბები: