საჯარო მოხელეთა ატესტაცია შესაძლოა გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ჩაატაროს

0

sajaroooსაჯარო სექტორის გადახალისებასთან დაკავშირებით, ქვეყნის პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საკუთარი მოსაზრება რამდენიმე დღის წინ, სტუდენტებთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გამოთქვა და განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში საჯარო სამსახურები კონკურსები გამოცხადდება.

“ძალიან მალე ჩვენ მოგვეცემა შესაძლებლობა, რომ გამოვაცხადოთ კონკურსები არაერთ თანამდებობაზე. უნდა მოხდეს საჯარო სექტორის განახლება და ნაკლებადკვალიფიციური კადრების ჩანაცვლება მაღალკვალიფიციური, თანამედროვედ მოაზროვნე ახალგაზრდა თაობით, რომელასც აქვს მიღებული შესაბამისი ცოდნა უცხოეთში და არამხოლოდ უცხოეთში” , – განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერის განცხადებების პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საჯარო მოხელეეების ატესტაციისთვის ტესტირება შესაძლოა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ჩაატაროს.

სხვა ახალი ამბები: