საჯარო სკოლებში დილიდან გამოსაშვები გამოცდები დაიწყო

0

gamocdebiდილიდან საქართველოს ყველა რაიონის 1500-ზე მეტ სკოლაში მოსწავლეები გეოგრაფიის დავალებებზე მუშაობას დაიწყებენ. საგამოცდო პროცესში 2000-ზე მეტი მეთვალყურეა ჩართული.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, 2013 წლიდან გამოსაშვები გამოცდები ორ ეტაპად ჩატარდება: ოქტომბრის პირველ ნახევარში მეთორმეტეკლასელები გამოცდებს 4 საგანში ჩააბარებენ (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია). იმ მოსწავლეებს, რომლებიც ოქტომბერში ვერ გადალახავენ ზღვარს რომელიმე გამოცდაში (ან ვერ გამოცხადდებიან გამოცდაზე), შესაძლებლობა ექნებათ შესაბამისი საგანი წლის ბოლოს, ჩააბარონ დანარჩენ 4 გამოცდასთან (ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა, მათემატიკა, ისტორია) ერთად.

ცვლილების თანახმად, 2013-2014 სასწავლო წლიდან კი გამოსაშვები გამოცდები მე-11 და მე-12 კლასებში გაიმართება. მე-11 კლასის მოსწავლეები სასწავლო წლის ბოლოს იმ საგნებს ჩააბარებენ, რომლის სწავლაც დაასრულეს. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, ახალი სქემა დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისათვის ბევრად უფრო მოსახერხებელი იქნება.

სხვა ახალი ამბები: