“სელფი პრემიერთან”- მერი შენგელაიამ ოცნება აისრულა

0

10012508_1408940336099268_7873119390100711577_nდღის ფოტოდ იქცა სოციალურ ქსელ facebook-ში გამოქვეყნებული selfie, რომელიც საკუთარ გვერდზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა მერი შენგელაიამ გამოაქვეყნა. მან ქვეყნის პრემიერთან ერთად “სელფი” ზუგდიდში ვიზიტისას, რამდენიმე წუთის წინ გადაიღო. ამ ხნის განმავლობაში ფოტომ უამრავი facebook like დაიმსახურა.

10012508_1408940336099268_7873119390100711577_n (1)“საერთოდ მიყვარს selfiე-ს გადაღება და ეს ყველა ჩემმა მეგობარმა და თანამშრომელმა იცის. თუ გახსოვს თქვენთან ერთ-ერთ ინტერვიუშიც ავღნიშნე, რომ ჩემი ოცნებაა სელფი გადავიღო პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან და ვიცე-პრემიერ კახა კალაძესთანთქო. ეს ოცნება ავისრულე. ძალიან მიყვარს და ვაფასებ ჩემი ქვეყნის პირველ პირებს და განსაკუთრებით ირაკლი ღარიბაშვილს.”-აცხადებს მერი შენგელაია.

სხვა ახალი ამბები: