სენაკის სამხედრო ბაზიდან დაკარგული ჯარისკაცი რამდენიმე წუთის წინ იპოვეს

0

senakis bazaსენაკის სამხედრო ბაზიდან 8 ივნისს გაუჩინარებული ჯარისკაცი ლევან შაკაია რამდენიმე წუთის წინ სენაკში, მდინარე ცივის სანაპიროზე რამდენიმე წუთის წინ იპოვეს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს საკუთარმა წყარომ ექსკლუზიურად აცნობა.

წყაროს ცნობით ლევან შაკაიას ჯანმრთელობა ამ დროისთვის ნორმალურია და ის უკვე სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე იმყოფება. ლევან შაკაიას შესახებ რამდენიმე წუთის წინ გავრცელებულ ინფორმაციას ადასტურებენ მისი ოჯახის წევრები. smo.ge-სთან სატელეფონო საუბარში ჯარისკაცის ძმამ რევაზ შაკაიამ დაადასტურა, რომ მისი ძმა რამდენიმე წუთის წინ ნამდვილად იპოვეს.

“დღეს სენაკის ბაზაში ვიყავით მთელი დღე და ახლა უკვე სახლში ვბრუნდებოდით. გზაში დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ ლევანი უკვე ნაპოვნია და მდინარე ცივის სანაპიროზე იპოვეს”-აცხადებს ლევან შაკაიას ძმა.

სხვა ახალი ამბები: