სენაკის გამგებელს საკუთარი ძმის კომპანიის ლობირებაში ადანაშაულებენ (ვიდეო)

0

dapirispireba senakshiსენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა “ნაციონალური მოზრაობიდან ინგა ქარდავამ ზუგდიდში საგანგებო ბრიფინგი გამართა. მან სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა დგებუაძე საკუთარი ძმის კომპანიის ლობირებაში დაადანაშაულა. ქარდავას თქმით,სოფლის პროექტის სამუშაოებში ფიგურირებს კომპანიები „ჯი-ემ-ჯი“, „ბალავარი“ და „სემ კაპიტალი“, სადაც, ქარდავას მტკიცებით, წილი გოჩა დგებუაძის ძმებს აქვთ.

ინგა ქარდავა სამართალდამცველებს ფაქტების შესწავლას სთხოვს. ქარდავას ბრალდებებს უარყოფს გოჩა დგებუაძე. მისი განცხადებით, კომპანიებში „ჯი-ემ-ჯისა“ და “ბალავარში” მისი არც ერთი ნათესავი არ ფიგურირებს.

რაც შეეხება კომპანია „სემ კაპიტალს“, ის მართლაც მის ძმას ეკუთვნის, თუმცა ხელშეკრულების გაფორმების დროს, გამგებლის თქმით, ის შვებულებაში იმყოფებოდა.