სენაკის გამგებლის ბედს “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭო წყვიტავს?

0

ocnebaსენაკის რაიონის გამგებლად “ქართული ოცნების”  პოლიტსაბჭომ გოჩა დგებუაძის კანდიდატურა განიხილა. უახლოეს მომავალში გოჩა დგებუაძე სენაკის ახალი გამგებლის პოსტს დაიკავებს. ეს ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს სარწმუნო წყარომ მიაწოდა. რამდენიმე დღის წინ კი დგებუაძის სავარაუდო დანიშნვა სენაკის გამგებლის პოსტზე არასამთავრობო ორგანიზაცია “ქალთა კავშირი-ქალები მშვიდობისა და სამართლიანობისთვის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ინგა ქარდავამ გაახმაურა.

საინფორმაციო სააგენტო smo.ge ინგა ქარდავასაც დაუკავშირდა, რომელმაც დაადასტურა ის ფაქტი, რომ დგებუაძის კანდიდატურას “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭო აქტიურად განიხილავდა, რაც თავის მხრივ კანონის უხეში დარღვევაა. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის განცხადებით თვითმმართველი რგოლების საქმიანობაში არ უნდა ერეოდეს პარტია.

“თურმე ოცნება არ ერევა თვითმაართველობებში? ეს ამბავი მელაშვილზე და მჭედლიშვილზე არის დავალებული. ერთი სიტყვით “ქართუ ჯგუფი” სენაკის მაჟორიტარ მისაბიშვილთან შეთანხმებით წყვიტავს რეგიონების ბედს,არც კი ეკითხებიან რაიონს”-აცხადებს ინგა ქარდავა.

არასამთავრობო ორგანიზაცია ამ საკითხთან დაკავშირებით ქვეყნის პრემიერს მიმართავს და უკანონობის აკრძალვას ითხოვს

“სენაკის გამგებლობის კანდიდატი დგებუაზე თურმე გუშინ განიხილა ეგრეთწოდებულმა ქართჯგუფში არსებულმა უკანონო საბჭომ.არ მესმის რატომ უნდა წყვეტდეს რომელიღაც საბჭო სენაკის ბედს,სენაკში რსებულ კოალიციას არაფერს ეკითხებიან. მე როგორც მითხრეს ამ სააკითხებს წყვეტს მელაშვილი და მჭედლიშვილი. ეს ის მჭედლიშვილია რომელმაც ჩამოიყვანა სამეგრელოს “სუს”-ის უფროსი ჯიშკარიანი.

მინდა მივმართო ბიძინა ივანიშვილს!

ეს არის არ ვერევითო ადგილობრივ თვითმმართველობებზეო? ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია მივმართავ,თუ როგორი წნეხია სენაკში და ამასთანავე საერთაშორისო ორგანიზაციებსაც”-აცხადებს ინგა ქარდავა

სხვა ახალი ამბები: