სენაკის გამგეობასთან მიმდინარე აქცია დაიშალა: მოსახლეობა და გამგებელი შეთანხმდნენ

0

10638175_831890746828684_1292023841_n-636x395სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის წინ დილიდან სოფელ ძველი სენაკის მოსახლეობა სოფლის რწმუნებულის დანიშნვის მოთხოვნით შეიკრიბა. ამასთანავე, შეკრებული მოსახლეობის უმრავლესობა სოფელში სოციალური საკითხების მოგვარებას ითხოვდა. მათი ინფორმაციით სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა დგებუაძე აღნიშნულ სოფელში რწმუნებულად ძველი კადრის დანიშნვას გეგმავდა, რასაც ისინი არ დაუშვებენ.

მომიტინგეები სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელს გოჩა დგებუაძეს შეხვდნენ. მოლაპარაკებას გამგებელთან სამეგრელოს გუბერნატორის მოადგილე კახაბერ რუსია და სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ხვიჩა ჯიშკარიანიც ესწრებოდნენ. შეხვედრა ძველი სენაკის მოსახლეობასა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის ერთ საათში დამთავრდა. სენაკის გამგებელმა მოსახლეობას შესთავაზა სოფელში თავად აირჩიონ რწმუნებული, რომლის დანიშნვასაც ის ხელს მოაწერს. ამ დროისთვის სენაკის გამგეობასთან მიმდინარე აქცია უკვე დაშლილია.