სენაკის გამგეობის 2 წლიანი მუშაობის ანგარიში საზოგადოებას

0

7სასტუმრო “ვერსალში” სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა დგებუაძე 2013-2014 წლების ანგარიშით წარდგა საზოგადოების წინაშე. პრეზენტაციას რეგიონალური და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთის მიმართულების სარდლობა, მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, სასულიერო პირები და სენაკის საზოგადოება ესწრებოდნენ.

ბოლო ორი წლის განმავლობაში გაწეულ სამუშაოებზე ისაუბრა სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბატონმა გოჩა დგებუაძემ. თავის მოხსენებაში იგი შეეხო გამგეობის სტრუქტურების საქმიანობის ყველა სფეროს. მოხსენების ბოლოს მან მადლობა გადაუხადა თავის გუნდს და აღნიშნა, რომ მუშაობა უწევდათ ურთულეს რეჟიმში – სამი სერიოზული სტიქიის გადატანისა და ორი არჩევნების ფონზე დაიდო სერიოზული შედეგები და საფუძველი ჩაეყარა მნიშვნელოვან პროექტებს, რაც განაპირობებს მუნიციპალიტეტის სამომავლო განვითარებას.

2617“2012 წლის არჩევნების შემდეგ სულ სხვა მნიშვნელობა შეიძინა ადამიანის, ხალხის ფაქტორმა, მოსახლეობის ინიციატივამ. დღეს ხალხს აქვს საშუალება აკონტროლოს და შეაფასოს თვითმმართველ ორგანოთა საქმიანობა. საზოგადოებისა და ხელისუფლების ერთობისა და ურთიერთთანამშრომლობის შედეგად სენაკში მრავალი სასიკეთო სიახლე დაინერგა, საფუძველი ჩაეყარა წინსვლისა და განვითარების თვისობრივად ახალ ეტაპზე გადასვლას. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა ვალდებულებაა კონკრეტული სოციალურ-ეკონომიკური ღონისძიებების განხორციელების გარკვეულ ეტაპზე ანგარიშით წარდგნენ ხალხის წინაშე, თუ რა გაკეთდა და რა პრიორიტეტებია დასახული სამომავლოდ” – აცხადებს გოჩა დგებუაძე.

რეგიონის მასშტაბით მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის პირველმა მოადგილემ კობა ქანთარიამ. დამსწრე საზოგადოებას მიესალმა საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთის მიმართულების სარდალი, ბატონი მიხეილ სადუნიშვილი. საზოგადოების წინაშე ანგარიშებით წარდგნენ მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები.

გამგეობის სხვადასხვა სამსახურების მოხსენებების შემდგომ გაიმართა “ეგრისობის” ამსახველი მოკლემეტრაჟიანი ფილმის პრეზენაცია. ახლადშექმნილი ანსამბლ “სენაკის” მიერ შესრულებული ქართული ხალხური და ქალაქური სიმღერები იყო ბოლო აკორდი პრეზენტაციისა.

სხვა ახალი ამბები: