სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა ხმაურით მიმდინარეობს

0

senakiხმაურია სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ სხდომა დახურულად გამოაცხადა, მაგრამ მიუხედავად ამისა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა და საკრებულოს რამდენიმე დეპუტატმა თავმჯდომარის მოადგილეს ამის უფლება არ მისცა. სენაკის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ საკრებულოს სხდომაზე ნახევარსაათიანი შესვენება გამოაცხადა და მან ხმაურით დატოვა სხდომათა დარბაზი.

საკრებულოს დღევანდელ სხდომას არ ესწრება საკრებულოს თავმჯდომარე მურად შამათავა, რომელმაც წერილი გამოაგზავნა საკრებულოში. წერილში ნათქვამია, რომ შამათავა ვერ შეძლებს სხდომაზე დასწრებას, რადგანაც ის ავად არის. smo.ge-ს ინფორმაციით სენაკის საკრებულოს თავმჯდომარე მურად შამათავა ორი დღის წინ მძიმე მდგომარეობით ქუთაისის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს. ამჟამად შამათავა ჩვეულებრივ პალატაშია გადმოყვანილი, თუმცა ის მკურნალობას განაგრძობს.

ცნობისათვის, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დღეს სავარაუდოდ უნდა განიხილონ მურად შამათავას გადაყენების საკითხი. წერილი სენაკის საკრებულოს კანცელარიაში ამასთან დაკავშირებით დაახლოებით ორი კვირის წინ შევიდა.

სხვა ახალი ამბები: