სენაკის მუნიციპალიტეტში რაგბის სამი სტადიონი აშენდება

0

11066787_850419148351365_2466887163784151042_nსენაკის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნოქალაქევში სახელმწიფო „საქართველოს რაგბის კავშირს” უსასყიდლოდ გადასცემს მიწის ნაკვეთს, სადაც „საქართველოს რაგბის კავშირი” 3 ბუნებრივი საფარის მქონე რაგბის მოედანს ააშენებს. წინასწარი ინფორმაციით რაგბის მოედნის ტრიბუნა 500 მაყურებელზე იქნება გათვლილი. ასევე, მოეწყობა გასახდელები, ექიმის ოთახი, გამწვანება, ავტოსადგომი, საფეხმავლო ბილიკები და ა.შ. ორგანიზაცია ამ სამუშაოებისთვის 300 000 ლარს დახარჯავს. საქართველოს რაგბის კავშირს სახელმწიფომ მიწა 49 წლიანი ვადით უსასყიდლოდ გადასცა.

აღნიშნული პროექტის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივ დონეზე სპორტის ამ სახეობის განვითარების ხელშეწყობისთვის. რაგბი საკმაოდ პოპულარულია სენაკის მუნიციპალიტეტში, სადაც, მიუხედავად სათანადო ინფრასტრუქტურის არ არსებობისა, მოქმედებს რაგბის რამოდენიმე სექცია. სავარჯიშო პროცესში ჩართულია 400-მდე მორაგბე.

სხვა ახალი ამბები: