სენაკის საკრებულომ დღეს გამგებლის გადაყენებას მხარი არ დაუჭირა

0

Senaki_Theatreსენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მურად შამათავა დღეს,  საკრებულოს სხდომაზე სენაკის გამგებლის, თენგიზ ადამიას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ საკითხი გაიტანა, თუმცა საკრებულოს 23 დეპუტატიდან აღნიშნულ საკითხს მხარი მხოლოდ სამმა დეპუტატმა დაუჭირა, მექვსი დეპუტატი გამგებლის გადაყენების წინააღმდეგ წავიდა ხოლო დანარჩენებმა თავი შეიკავეს. ყოველივე ამას საკრებულოს სხდომაზე ხმაური მოჰყვა.

საკრებულოს თავმჯდომარის მურად შამათავას განცხადებით, ის უარყოფიტად აფასებს მოქმდი გამგებლის მუშაობას და საჭიროდ მიაჩნია მისი უპირობო გადადგომა, თუმცა საწინააღმდეგო აზრს გამოთქვამს თავად სენაკის გამგებელი თენგის ადამია და იგი გადადგომას არ აპირებს.

“გადავდგები მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ სენაკის საკრებულოს თავმჯდომარეც იგივე ნაბიჯს გადადგამს და ისიც გადადგება, თუ არადა გადადგომას ნამდვილად არ ვაპირებ,”-აღნიშნავს სენაკის მოქმედი გამგებელი თენგის ადამია.

„მე გამგებლის მუშაობას ვაფასებ რათქმაუნდა არადამაკმაყოფილებლად, თუმცა საკრებულომ ამ გადაწყვეტილების მიღებას სამწუხაროდ დღეს მხარი არ დაუჭირა. მოგეხსენებათ, რომ გადაწყვეტილების მისაღებად ხმათა უმრავლესობაა საჭირო“, – განაცხადა სენაკის საკრებულოს თავმჯდომარემ მურად შამათავამ.

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა დღეს დილით 11:00 საათზე გაიმართა, რომელიც ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდა.

სხვა ახალი ამბები: