სენაკის საკრებულომ მურად შამათავას იმპიჩმენტი გამოუცხადა

0

muradiსენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა არ გადაიდო. სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს და ისევ ხმაურია. ამის მიზეზად საკრებულოს თავმჯდომარის მურად შამათავას იმპიჩმენტის საკითხის დაყენება სახელდება. საკრებულოს წევრებმა სხდომაზე წაიკითხეს წერილი, სადაც ჩამოთვლილია ის ბრალდებები, რის გამოც 19 დეპუტატი მურად შამათავას გადაყენებას ითხოვს.

“ეს არის სრულიად უსაფუძვლო და ყურით მოთრეული ბრალდებები. უბრალოდ დაკვეთით არის მიზეზები დადგმული, რათა მურად შამათავას იმპიჩმენტი გამოუცხადონ. თუ მურად შამათავა დღეს იქნა თანამდებობიდან გადაყენებული, მაშინ ჩვენ დავაყენებთ საკითხს, რომ დათხოვნილ იქნას მთლიანად საკრებულო. ეს არის სპექტაკლი, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაიდგა და რომელზეც მე ვსაუბრობდი. ხაბურზანია ვერ გახდება საკრებულოს თავმჯდომარე და მით უმეტეს სენაკის გამგებელი ვერ გახდება დგებუაძე. ამას არ დავუშვებთ სენაკში.”-აცხადებს ინგა ქარდავა.

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა ამ წუთებში ხმაურით მიმდინარეობს. სხდომა ღიაა და მას ეწსრებიან არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიის წარმომადგენლები.

სხვა ახალი ამბები: