სენაკის საკრებულომ სხდომა რამდენიმე წუთის წინ განაახლა

0

senakiiiiiiiსენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა რამდენიმე წუთის წინ განახლდა. საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ზურაბ ხაბურზანიას დიდი სურვილის მიუხედავად სხდომა ისევ ღიაა. სენაკის საკრებულოს რიგგარეშე სხდომას არასამთავრობო ორგანიზაციები, რიგითი მოქალაქეები და მედიის წარმომადგენლები ესწრებიან. ჯერჯერობით სხდომაზე არცერთი საკითხი არ განხილულა. სავარაუდოდ დღეს დანიშნული რიგგარეშე სხდომა გადაიდება.

რამდენიმე საათის წინ სენაკის საკრებულოს სხდომათა დარბაზში შექმნილი დაძაბულობა განიმუხტა,თუმცა შენობის გარეთ ისევ რჩებიან სამართალდამცავები, რომლებიც მდგომარეობას აკონტროლებენ. ამ წუთებში საკრებულოს სხდომა მიმდინარეობს.

სხვა ახალი ამბები: