სენაკის საკრებულოს თავმჯდომარემ კახაბერ რუსიამ თანამდებობა დატოვა

0

senaaaakსენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კახაბერ რუსია დაკავებული თანამდებობიდან გადადგა. მან გადადგომის შესახებ განცხადება საკრებულოს მორიგ სხდომაზე გააკეთა. კახა რუსიას გადადგომას საკრებულოს სხდომაზე წინ უსწრებდა ერთგვარი შემაჯამებელი ანგარიში ,რომელიც სენაკის საკრებულოს ერთთვიან მუშაობას ეხებოდა.

ჯერჯერობით უცნობია თუ სად გააგრძელებს მოღვაწეობას სენაკის უკვე ყოფილი საკრებულოს თავმჯდომარე, თუმცა ცნობილი ხდება იმის შესახებ, რომ ამ დრომდე უპარტიო ყოფილმა ბიზნესმენმა შესაძლოა საკუთარი მომავალი “ქართულ ოცნებას” დაუკავშიროს.

საინფორმაციო სააგენტო smo.ge-სთვის ცნობილი გახდა, რომ კახაბერ რუსიამ შესაძლოა სენაკის საკრებულოდან სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიაშიც გადმოინაცვლოს. გავრცელებული ხმების მიხედვით, კახაბერ რუსია ახლო მომავალში სამეგრელოს გუბერნატორის ერთ-ერთი მოადგილის პოსტს დაიკავებს.ოფიციალური წყაროები გავრცელებულ ხმებს რუსიას სავარაუდო დანიშნვასთან დაკავშირებით ჯერჯერობით არ ადასტურებენ.

ვინ დაიკავებს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტს? ამ თანამდებობაზე სენაკის მაჟორიტარ დეპუტატს ხვიჩა ჯიშკარიანს მოიაზრებენ, რომელიც თვითმმართველობის არჩევნებამდე სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში გუბერნატორის მოადგილედ მუშაობდა.

სხვა ახალი ამბები: