სენაკის საკრებულოს ყოფილმა “ნაციონალმა” თავმჯდომარემ ფრაქცია “რესპუბლიკელები” შექმნა

0

respublikelebiსენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია “რესპუბლიკელების” შექმნას აპირებს სენაკის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ხვიჩა ნარმანია. ეს ინფორმაცია საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს სენაკიდან საკუთარმა წყარომ აცნობა. საინფორმაციო სააგენტო  ხვიჩა ნარმანიას დაუკავშირდა, რომელმაც წყაროს მიერ მოწოდებული ექსკლუზიური ინფორმაცია დაადასტურა. ნარმანიას განცხადებით ფრაქცია საკრებულოში უკვე შექმნილია და მასში კიდევ ორი ადამიანია გაერთიანებული. საკრებულოს წევრები ტარიელ ერანგია და ლევან ჯინორია დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატები არიან, ხოლო თავად ხვიჩა ნარმანია “ნაციონალური მოძრაობის” წევრი იყო. საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის განცხადებით მან დატოვა “ნაციონალური მოძრაობა” და “რესპუბლიკურ პარტიაში” გადავიდა.

საინფორმაციო სააგენტო smo.ge “რესპუბლიკური პარტიის” რეგიონალური პოლიტიკის განყოფილების ხელმძღვანელს ბაია რომელაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც თავი შეიკავა სენაკის საკრებულოში ახალი ფრაქციის შექმნის კომენტირებისგან. “დაველოდოთ განცხადების გაკეთებას”-განაცხადა რომელაშვილმა.

 

სხვა ახალი ამბები: