სენაკის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის სარჩელს სენაკის სასამართლო მეორე დღეა განიხილავს

0

murad-shamatavaსენაკის რაიონულმა სასამართლომ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის მურად შამათავას სარჩელის განხილვა დაიწყო. საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე მურად შამათავა აცხადებს, რომ ის უკანონოდ იქნა გათავისუფლებული საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან.

შამათავას იმედი აქვს, რომ სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს და მას კვლავ თანამდებობაზე დააბრუნებს.

საკრებულოს იურიდიული სამსახურის უფროსის განცხადებით კი, მურად შამათავა სენაკის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტიდან კანონის სრული დაცვით იქნა გათავისუფლებული და სასამართლოს გადაწყვეტილებაც არსებული რეალობის შესაბამისი იქნება.

სენაკის რაიონული სასამართლო უკვე მეორე დღეა მურად შამათავას გათავისუფლების საქმეს განიხილავს. სასამართლო პროცესს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც ესწრებიან.

სხვა ახალი ამბები: