სენაკის სამხედრო პოლიციის უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

0

1355143327_samxedro_policiaსენაკის სამხედრო პოლიციის სამმართველოს უფროსი, რომელმაც მის დაქვემდებარებაში მყოფი პოლიციელების დისციპლინა ვერ უზრუნველყო, დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებულია. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო ექსპრესნიუსი სარწმუნო წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, ასევე სამხედრო სამსახურიდან სამი სამხედრო პოლიციელია გათავისუფლებული, რომლებსაც ინციდენტში მონაწილეობა ედებათ ბრალად.
შეგახსენებთ, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირში მომხდარ ინციდენტზე საქმე აღძრულია,–ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ აჭარის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს უფროსმა, რამაზ შავაძემ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, ინფორმაციით სენაკიდან ჩამოსულმა სამხედრო პოლიციის თანამშრომლებმა ადგილობრივებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და შემდეგ სამეგრელოსკენ დაიძრნენ.
გამოძიება სისხლი–სამართლის 118 მუხლის პირველი ნაწილის ბრალდებით დაიწყო,-ნათქვამია საინფორმაციო სააგენტო ექსპრესნიუსის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

სხვა ახალი ამბები: