სენაკი კლასიკური მუსიკის ფესტივალს მასპინძლობს

0

10608539_1606748149580316_6472689823596968856_oაკაკი ხორავას სახელობის სენაკის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის პატრონაჟით გაიხსნა ’’სენაკის ფესტივალი 2015’’, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელი და ჟიურის თავმჯდომარეა მსოფლიოში ცნობილი პიანისტი, პიანისტთა საერთაშორისო კონკურსების მრავალგზის ლაურეატი, ხელოვნების აკადემიის რექტორი ვალერიან შიუკაშვილი.

ფესტივალი სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით ტარდება. ვალერიან შიუკაშვილის მიერ მუსიკალური ნაწარმოებების შესრულება იყო პირველი აღმაფერნა ფესტივალზე, რომელიც მაყურებელს დიდ მუსიკასთან ზიარებას ჰპირდება. ცნობილმა პიანისტმა საზოგადოების წინაშე წარადგინა 2015 წლის საერთაშორისო და ეროვნულ კონკურსებზე გამარჯვებული უნიჭიერესი პიანისტები: ნანა გიორგაძე, კესო ლეფსაია, ნანა გუნია, ლილე ემნაძე, თამთა მაღრაძე, მიხეილ ოთარაშვილი, ნათია ჯაჯანაშვილი. რომლებმაც შეასრულეს გამოჩენილ კომპოზიტორთა ნაწარმოებები. საგანგებოდ სცენაზე გამოტანილ ბანერზე ავტოგრაფები დატოვეს ფესტივალის პირველი დღის მონაწილეებმა. ფესტივალს მიესალმა სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა დგებუაძე.

სხვა ახალი ამბები: