სენაკს მინისტრები სტუმრობდნენ: მოსახლეობა დახმარების მოლოდინშია

0

narkalსენაკის რაიონში, სტიქიის ზონაში საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების მინისტრი  დავით ნარმანია და ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე იმყოფებოდნენ. მინისტრებმა ადგილობრივ თვითმმართველობებთან ერთად მოინახულეს სტიქიისგან დაზარალებული მოსახლეობა და მოგვიანებით თათბირი ჩაატარეს. სწორედ ამ თათბირზე განიხილეს ის საკითხები, რომლითაც უნდა აანაზღაურონ სენაკში სტიქიისგან მიყენებული ზარალი, რომელიც დაახლოებით 100.000 ლარამდეა.

მინისტრები ადგილობრივ მოსახლეობას შეჰპირდნენ, რომ უკვე ხვალინდელი დღიდან მათ შესაბამისი დახმარება გაეწეოდათ. არასამთავრობო ორგანიზაციებმა კი უშუალოდ რეგიონალური მართვისა და ენერგეტიკის მინისტრებს სთხოვეს, რომ ჩართულიყვნენ სენაკში შექმნილი სპეციალური კომისიის მუშაობაში, რაზეც თანხმობა მიიღეს. მინისტრებმა კახა კალაძემ და დავით ნარმანიამ სენაკის რაიონის გამგებელს გოჩა დგებუაძეს დაავალეს არასამთავრობო ორგანიზაციებიც ჩაერთოთ კომისიის მუშაობაში, რაც თავისთავად ხელს შეუწყობდა კომისიის მუშაობის უფრო მეტ გამჭვირვალობას.

“ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რომ მინისტრებმა კახა კალაძემ და დავით ნარმანიამ გაითვალისწინეს არასამთავრობო სექტორის თხოვნა და ჩაგვრთეს სპეციალური კომისიის მუშაობაში. მინისტრებმა უშუალოდ სენაკის გამგებელს დაავალეს, რომ მეტი გამჭვირვალობისთვის კომისიის მუშაობაში ჩართულიყო არასამთავრობო სექტორი. ეს არის ცენტრალური ხელისუფლების მიერ გადადგმული გონივრული ნაბიჯი, რომელიც ხელს შეუწყობს სრულ გამჭვირვალობას და სამართლიანად გადანაწილდება ყველა დაზარალებულ მოსახლეზე გათვალისწინებული დახმარება. აი სწორედ ეს არის დემოკრატიის დიდი ნიშანი, სწორედ ამის მისაღწევად ვიბრძოდით მთელი 9 წელი და მე დღეს ამაყი ვარ რომ ასეთი მთავრობა და მინისტრები გვყავს”-აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია “ქალები მშვიდობისა და სამართლიანობისთვის” ლიდერი ინგა ქარდავა.

სხვა ახალი ამბები: