სენაკში ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება

0

senakiსენაკის მუნიციპალიტეტში წელს პირველ 1 625 740 ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება. თანხა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოიყოფა და ის, ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 4 პროექტზე გადანაწილდება.
ჭავჭავაძის ქუჩაზე (ქაშიბაძის ქუჩიდან კოლხეთის ქუჩამდე) მოეწყობა აფალტო-ბეტონის საფარი, კიუვეტები, ელ. განათების ლამპიონები და ტროტუარები; მოხდება ქალაქ სენაკის ქუჩების მოასფალტება. მსგავსი ტიპის სამუშაოები ჩატარდება ფოცხოს თემის ცენტრალურ საავტომობილო გზაზეც. მეოთხე პროექტი, რომელიც სენაკის მუნიციპალიტეტში განხორციელდება, მოიცავს ქალაქის ქუჩების ტროტუარების რეაბილიტაციას.
აღნიშნული პროექტების დამტკიცების გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის წარდგინების საფუძველზე მიიღო.
შესრულებულ სამუშაოებს მონიტორინგს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გაუწევს.