სენაკში ევაკუირებული მოსახლეობა საკუთარ სახლებს უბრუნდება

0

shenobaსენაკში გუშინ უხვი ნალექის გამო დატბორილი სახლებიდან ევაკუირებული მოსახლეობა საკუთარ სახლებს უბრუნდება.

როგორც smo.ge-ს სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ზედამხედველობის სამსახურთან ერთად გაწმედით სამუშაოებში მოსახლეობაც ჩართულია და საკუთარი ძალებით ცდილობენ სახლების გაწმენდას.

სენაკს სტიქიის შედეგად დაახლოებით 700 ათასი ლარის ზარალი მიადგა.

ამ წუთებში მოსახლეობას ზარალის შემსწავლელი სპეციალური კომისია ხვდება. სენაკში დღეს დილით იმყოფებოდა რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე შოთა მურღულიაც, რომელმაც მსოახლეობას დახმარებას დაჰპირდა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ სენაკში უხვი ნალექის შედეგად მოსახლეობას საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები დაეტბორა .ქალაქის სამაშველო სამსახურმა კი ადგილობრივები უსაფრთხო ტერიტორიაზე გადაიყვანა. აბონენტთა უმრავლესობას არ მიეწოდება ელექტროენერგია.

სხვა ახალი ამბები: