სენაკში ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდის კონცერტი გაიმართება

0

BOLQVADZEდღეს, 17 საათზე, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ქალაქ სენაკში, აკაკი ხორავას სახელობის აკადემიურ თეატრში, ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდის „ლირა’’ კონცერტი გაიმართება.

საქველმოქმედო კონცერტში ელისო ბოლქვაძესთან ერთად კვარტეტი „იბერი“, ახალგაზრდა პიანისტები ბარბარე თათარაძე და ილია ლომთათიძე მიიღებენ მონაწილეობას. ღონისძიებაზე შესრულდება ცინცაძის, სკრიაბინის, შოპენის, ბეთჰოვენის, დებიუსის და სხვა კომპოზიტორთა ნაწარმოებები. საქველმოქმედო საღამო მიზნად ისახავს სენაკში არსებული მუსიკალური სკოლის დახმარებას.

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან ერთად, კონცერტის მხარდამჭერია სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობა და სენაკის აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი.

პიანისტი თავად ჩაატარებს მასტერ-კლასებს ამავე მუსიკალური სკოლის მოსწავლეებისთვის, შედგება მოსმენები, რის შედეგადაც მოხდება ნიჭიერი მუსიკოსების შერჩევა.

ცნობისთვის – ცნობილმა ქართველმა პიანისტმა, ელისო ბოლქვაძემ, საქველმოქმედო ფონდი ”ლირა” 2012 წელს დააარსა, მისი მიზანია ახალგაზრდა ნიჭიერი, ქართველი პიანისტების აღმოჩენა და ხელშეწყობა.

სხვა ახალი ამბები: