სენაკში მდგომარეობა იძაბება:- მოუწყობენ თუ არა იმპიჩმენტს სენაკის საკრებულოს თავმჯდომარეს?

2

555060_279164208882028_519436353_nსენაკის საკრებულოს წვერებმა საკრებულოს თავმჯდომარის მურად შამათავას გადადგომა მოითხოვეს. ამის შესახებ მათ საკრებულოს თავმჯდომარეს წერილობით მიმართეს. წერილს სენაკის საკრებულოს 19 წევრი აწერს ხელს, რაც საკრებულოს უმრავლესობას შეადგენს.

საინფორმაციო სააგენტო smo.ge სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს მურად შამათავას დაუკავშირდა, რომელმაც სატელეფონო საუბარში აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა.

“ამ დილით  კაბინეტში მდივანმა წარმომიდგინა წერილი, რომელიც დილის საათებში საკრებულოს წევრებმა კანცელარიაში წარადგინეს. ისინი ჩემს გადადგომას ითხოვენ, თუმცა მე არ ვაპირებ მათი მოთხოვნის გათვალისწინებას და თანამდებობიდან გადადგომას”-აცხადებს მურად შამათავა.

ამ თემასთან დაკავშირებით დაახლოებით ორი დღის წინ არასამთავრობო ორგანიზაცია “ქალთა კავშირი-ქალები მშვიდობისა და სამართლიანობისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ინგა ქარდავა ალაპარაკდა. ქარდავამ წარმოადგინა წინასწარ შემუშავებული გეგმა, რომლის მიხედვითაც საკრებულოს თავმჯდომარის მურად შამათავას წინააღმდეგ მზადდებოდა შეთქმულება და მას საკრებულოში იმპიჩმენტს მოუწყობდნენ. ამის შემდეგ კი საკრებულოს თავმჯდომარე “ნაციონალური მოძრაობიდან” “რესპუბლიკელებში” გადაბარგებული ხვიჩა ნარმანია გახდებოდა. საკრებულოში მომხდარი ცვლილებების შემდეგ კი სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებლად გოჩა დგებუაძე დაინიშნებოდა. არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებით გოჩა დგებუაძე საპარლამენტო უმცირესობის წევრის მიხეილ მაჭავარიანის ნათესავი და შვილის ნათლიაა.

“ეს ყველაფერი არის “ნაციონალების” გეგმა. ეს ის გეგმაა, რომლის შესახებაც მე რამდენიმე დღის წინ ვიუწყებოდი. სწორედ ამის გამო ვთხოვდი დახმარებას პრემიერსა და შს მინისტრს, თუმცა ყურადღება ამ მხრივ არავინ გამოიჩინა. სენაკში ამ ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში სიტუაცია უმართავი გახდება. მე მაქვს სერიოზული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სენაკში ყოფილი საკრებულოს თავმჯდომარის ხვიჩა ნარმანიას უკან დაბრუნებაზე სენაკის მაჟორიტარი გურამ მისაბიშვილი და დავით ბერძენიშვილი შეთანხმდნენ.ამ ინფორმაციას ადასტურებს “რესპუბლიკური პარტიის” სენაკის ორგანიზაციის თავმჯდომარე ბადრი ხურციაც. როგორც ის ამბობს, ელაპარაკა დავით ბერძენიშვილს და უთხრა, რომ ის და მისაბიშვილი ერთად შეთანხმდნენ  ნარმანიას კანდიდატურაზე”-აცხადებს ინგა ქარდავა.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის განცხადებით ყველა არაკანონიერ ქმედებას შესაბამისი პასუხები გაეცემა.

სხვა ახალი ამბები: