სენაკში პრეზიდენტობის კანდიდატს დავით ბაქრაძეს ელოდებიან

0

150195_446822005369283_746813345_n“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სენაკის ორგანიზაციის წევრები სენაკის დრამატული თეატრის შენობაში იოკრიბებიან. როგორც საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს საკუთარმა წყარომ აცნობა, ისინი სავარაუდოდ პრეზიდენტობის კანდიდატს დავით ბაქრაძეს ელოდებიან, რომელიც დღეს ადგილობრივ აქტივთან შეხვედრას მართავს.

ჯერჯერობით უცნობია სენაკში დანიშნული შეხვედრის სხვა დეტალები. “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტების შეხვედრის დეტალები ამ დრომდე გასაიდუმლოებულია. აქტივისტები არც იმას ამხელენ, რომ ისინი პრეზიდენტობის კანდიდატს ელოდებიან. საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს წყაროს ცნობით დავით ბაქრაძეს შეხვედრის შემდეგ დაგეგმილი აქვს წყალდიდობისგან დაზარალებული მოსახლეობის მონახულება. სწორედ იმ ადგილებში სადაც პრეზიდენტობის კანდიდატი გეგმავს მისვლას, “ნაციონალური მოძრაობის” მობილური ჯგუფები მუშაობენ.

ბაქრაძის ვიზიტს სენაკში ადასტურებს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი ინგა ქარდავა, რომელიც აცხადებს, რომ “ნაციონალები” მის ვბიზიტს შიშის გამო ასაიდუმლოებენ.

“გასაიდუმლოებული შეხვედრაა რადგანაც მათ ეშინიათ მორიგი სკანდალური დახვედრის სამეგრელოში. მე როგორც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი “ნაციონალების” წინააღმდეგ ვიბრძოლებ სამართლებრივი9 და ცივილური მეთოდებით. მე მათ არ დავუწყებ ქვების სროლას და ამ გზით არ ვაპირებთ მათ წისქვილზე წყლის დასხმას”-აცხადებს ინგა ქარდავა.

სხვა ახალი ამბები: