სენაკში სასწრაფო დახმარებისა და დევნილთა პოლიკლინიკის ექიმები გაიფიცნენ

0

poliklinikaდღეს სენაკის სასწრაფო სამედიცინო სამსახურისა და სენაკის დევნილთა პოლიკლინიკის თანამშრომლები გაიფიცნენ. მათი მოთხოვნაა სამი თვის სახელფასო დავალიანებების გაცემა. როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და დევნილთა პოლიკლინიკის თანამშრომლები აცხადებენ, იმ შემთხვევაში თუ მათი სახელფასო დავალიანებები მთლიანად არ დაიფარება, ისინი საპროტესტო აქციებს გამართავენ.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურისა და დევნილთა პოლიკლინიკის აქციათა 50 პროცენტის მფლობელი ”არქიმედეს გლობალ ჯორჯიაა”, ხოლო დანარჩენი 50 პროცენტის მფლობელი სახელმწიფოა.  გაფიცული თანამშრომლები ხელფასების გაუცემლობაში ”არქიმედეს გლობალ ჯორჯიას” ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ მიუხედავად მრავალგზის დაპირებებისა, მათ მთელი ზაფხულის კუთვნილი ხელფასები დღემდე არ მიუღიათ.

”ყოველდღე გვპირდებიან დღეს თუ არა ხვალ დარიგდება ხელფასებიო, მაგრამ ეს მხოლოდ დაპირებად რჩება. ჩვენ ვართ ის ხალხი, რომელიც ყოველთვიურ ხელფასზე მუშაობს და ამას ველოდებით. რა უნდა ვქნათ მაშინ, როცა მთელი სამი თვეა ხელფასები არ აგვიღია? კიდევ დაპირებებს ველოდოთ? ეს არის გამაფრთხილებელი აქცია. თუ ჩვენს მოთხოვნებს ყურად არ იღებენ, მაშინ იძულებული გავხდებით, რომ გავმართოთ საპროტესტო აქციები. სხვა გამოსავალს ნამდვილად ვერ ვხედავთ”-აცხადებენ გაფიცული თანამშრომლები.

სხვა ახალი ამბები: