სენაკში ძლიერ წვიმას ძლიერი ქარიც ახლავს, წყლის დონე ერთ მეტრს აღწევს

0

SENAKIამ წუთებში ძლიერად წვიმს სენაკის რაიონში. წვიმას თან ახლავს ძლიერი ქარი და ჭექა-ქუხილი. სენაკის რაიონის ნაწილს ამ დროისთვის არ მიეწოდება ელექტროენერგია. დატბორილია რუსთაველის, ჭავჭავაზის, მშვიდობისა და შარტავას ქუჩები.

მიმდებარე ქუჩებში წყლის სიმაღლე 50 სანტიმეტრს, ზოგან კი წყლის დონე ერთ მეტრს აღწევს. დატბორილია ატეულობით სახლის პირველი სართული და სათავსო ნაგებობები.

ამ დროისთვის სენაკის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე პარალიზებულია ავტოსაგზაო მოძრაობა. მძიმე მდგომარეობაა ასევე შექმნილი სენაკის რაიონის შემდეგ სოფლებში: ახალსოფელში, ნოსირსა და თეკლათში. როგორც ადგილობრივები აღნიშნავენ რაიონში ასეთი სახის უხვი ნალექი ბოლო 50 წლის განმავლობაში არ ახსოვთ.

სენაკის რაიონში მობილიზებულია სამაშველო სამსახურის როგორც რაიონული ასევე რეგიონული ჯგუფები.

სხვა ახალი ამბები: