სერგი გვარჯალაძე: ”ბორდი უნდა გათავისუფლდეს და საბოლოოდ, მართლა საზოგადოებრივი არხი მივიღოთ”

0

1“შეუძლებელია არჩევნების პერიოდში არხი ასეთი პოლიტიზირებული იყოს და გარკვეულმა პოლიტიკურმა ძალებმა გამოიყენონ. არხს თავისთავად უამრავი სხვა პრობლემაც აქვს კიდევ გადასაწყვეტი, მაგრამ ამ შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანია ბორდი პოლიტიკური გავლენისგან გათავისუფლდეს.
რასაკვირველია, სამართლებრივად ბორდს ჰქონდა დირექტორის გადაყენების უფლება, აქ საუბარი არ არის კონკრეტულ პირზე, აქ საუბარია იმაზე თუ რა დროსაა მიღებული ეს გადაწყვეტილება, რა სიტუაციაში ვართ ამჟამად. არჩევნები მოდის და გაურკვეველია საერთოდ ვინ მართავს ამ არხს, ანუ ბორდის სათავეში ვინ არის. პოლიტიკური გავლენა და წნეხი ამ არხზე მიუღებელია. არ უნდა დავიცადოთ იანვრამდე, ეს ბორდი უნდა გათავისუფლდეს და საბოლოოდ, მართლა საზოგადოებრივი არხი მივიღოთ”

სხვა ახალი ამბები: