სექტემბრის ბოლოს ხობი ტრადიციულ მუსიკალურ ფესტივალს უმასპინძლებს

0

khobiხობის მუნიციპალიტეტში მუსიკალური ფესტივალისთვის ემზადებიან, რომლის სახელწოდედებაა ”მზიურის ფესვებიდან”. ფესტივალი 28-29 სექტემბერს ჩატარდება.

ხობის რაიონის სოფელ ხეთის თეატრონზე ფესტივალის ფარგლებში მაყურებლის წინაშე ყველა თაობის ”მზიურელი” წარსდგება, მათ შორის ერთ-ერთი თამრიკო გვერწითელია, რომელიც 28 სექტემბერს მოსკოვიდან პირდაპირ ხობში ჩამოვა. სპეციალურად ამ დღისთვის უკვე ბეჭდვის პროცესშია წიგნი სახელწოდებით „დაჰკარით დაფდაფებს“. ფესტივალის რეჟისურაზე სოსო ნემსაძე იზრუნვებს.

ცნობისათვის ხობის საერთაშორისო ფესტივალი 2003 წელს საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ხობის“ ორგანიზებით შეიქმნა. ფესტივალის იდეის ავტორი და მთავარი ორგანიზატორი ხობის მაჟორიტარი დეპუტატი გოდერძი ბუკიაა.

სხვა ახალი ამბები: